logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მგონია, სალომე ზურაბიშვილს უკვე აქვს ინსტრუქცია მიღებული, რომ იყოს სრულად დესტრუქციული ნებისმიერი პროცესის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2024 წლის განმავლობაში უნდა წარიმართოს
- +

14 თებერვალი. 2024. 23:52

"მგონია, სალომე ზურაბიშვილს უკვე აქვს ინსტრუქცია მიღებული, რომ ის იყოს სრულად დესტრუქციული ნებისმიერი პროცესის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2024 წლის განმავლობაში უნდა წარიმართოს," - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს.

 

 

„ეს ფაქტი ფაქტად რჩება, რადგან დღეს ის პრეზიდენტია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მხარდამჭერებმა მისცეს ამის საშუალება. მას თავისი ინდივიდუალური ელექტორალური რესურსი არ გააჩნია, მაგრამ თუნდაც იმ ფორმალური პოზიციიდან, რომელიც მას უჭირავს, აქვს საშუალება, მოახდინოს პროცესების დისკრედიტაცია. ჩვენ ამას უკვე ვხედავთ, მისთვის ისევე როგორც ოპოზიციისთვის და „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სამიზნეა საარჩევნო პროცესი და საარჩევნო ადმინისტრაცია, მაშინ როდესაც არანაირი შეკითხვა არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე დავნერგეთ ისეთი საარჩევნო რეფორმა და პროცედურები, რაც აბსოლუტურად ყველანაირი მანიპულირების საშუალებას სპობს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner