logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: საკონსტიტუციო შესწორების ინიციატორი გახლდათ ირაკლი ღარიბაშვილი!
- +

12 მარტი. 2016. 13:36



„ახლა, ყველას შეგიძლიათ უტიფრად მიიწეროთ ეს წარმატება და ფარისევლურად იპოზიოროთ ტელეეკრანებთან!", - მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:


სიმართლე!!! თავიდან ხელს არ აწერდნენ, შემდეგ მე მითვლიდენ - გაჩუმდი კოალიცია დაგვეშლებაო. ამ საკითხის გამო რესპუბლიკელების მოთხოვნით მინისტრთა კაბინეტიდან წავედი. რომ დაინახეს პროცესი შეუქცევადი გახდა, ერთმანეთს ასწრებენ მხარდაჭერას. იმისათვის რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს, ვიტყვი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი საკონსტიტუციო შესწორების ინციატორი გახლდათ ყოფილი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი. (სამწუხაროა, რომ ამას არავინ ახსენებს). ფორმულირების ტექსტის ავტორი ზვიად ტომარაძე (მისი ფორმულირება უყურადღებოდ 6 თვე იდო პარლამენტში), ხოლო შესწორების პარლამენტში შეტანის ორგანიზატორი და საკონსტიტუციო შესწორების პარლამენტში დამტკიცების ინციატორი მოძრაობა "ეროვნულები", რომელმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა. ერთადერთი პარტია, რომელიც დღესაც თავგამოდებით იბრძვის საკონსტიტუციო შესწორების ჩასაგდებად გახლავთ რესპუბლიკური პარტია და ნაცების ე.წ. ბოკერიას დაჯგუფება. ამ საკონსტიტუციო შესწორების ინცირებით 2 დიდი საქმე გაკეთდა. 1) აიკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება. 2) მოხდა ყველა ქართველთმოძულე პოლიტიკური ჯგუფის ლუსტრაცია.

 

ხლა ყველას შეგიძლიათ უტიფრად მიიწეროთ ეს წარმატება და ფარისევლურად იპოზიოროთ ტელეეკრანებთან. სულ მალე რამდენიმე ანალოგიურ ეროვნულ კანონპროექტსაც გაახლებთ", - წერს სანდრო ბრეგაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner