logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზეზი განმარტა
- +

15 თებერვალი. 2024. 00:07

"არის ბევრი სპეკულაცია. მეც არაერთი შეკითხვა დამისვეს ამ საკითხთან დაკავშირებით და გავეცი მარტივი პასუხი - ასეთი რამეების შესახებ ამ ეტაპზე უცნობია," - ასე უპასუხა ირაკლი ჩიქოვანმა კითხვას იმის შესახებ, გახდა თუ არა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების მიზეზი კორუფცია. ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის უწყების ახალმა ხელმძღვანელმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, რომ თუ მას ექნება რაიმე ინფორმაცია კორუფციასთან დაკავშირებით, ის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.

 

 

„რაც შეეხება გადაადგილებებს, ეს გადაადგილებები არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობდა უგულებელყოფას იმ შედეგებისა და საქმიანობისა, რომელიც აქამდე არის განხორციელებული თავდაცვის სამინისტროში. მაგრამ როდესაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, არის გარკვეულ პირთა წრე, რომელიც ჩემთან ერთად კიდევ უფრო ეფექტიანად გააგრძელებს თავდაცვის სისტემის მართვას“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

 

მან ასევე განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს თანამდებობები ავტომატურად არ შეუნარჩუნდათ იმის გამო, რომ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი მინისტრობის კანდიდატად წარდგენილი არ იყო. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მან მისი წინამორბედის 2 მოადგილე თანამდებობებზე წარადგინა, კიდევ 1 მოადგილე კი ახალი დანიშნულია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უწყებაში მოადგილის 2 ვაკანტური თანამდებობაა, რომელიც მალე შეივსება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner