"მე უკვე მქონდა შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან, ელჩებთან. ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარება," - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განცხადა.
„დღეს ბრიუსელში უნდა ვყოფილიყავი, სადაც რამშტაინის ფორმატი უნდა შემდგარიყო, თუმცა ბატონი ლოიდ ოსტინის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო და დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედრა მქონდა დისტანციურ რეჟიმში. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად მომავალი კვირის დასაწყისში ვიქნები ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მივიღებ როგორც ასოცირების საბჭოში, ასევე ნატო-საქართველოს კომისიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, როგორც ჩემთვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ახლად დანიშნული მინისტრისთვის და მეორე მხრივ ეს არის მკაფიო განაცხადი, თუ როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მე უკვე მქონდა შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან, ელჩებთან. ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.