logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის კოდექსი შექმნილია ნორმებით, რომლებიც ნატოს სახელმწიფოების პრაქტიკას ეყრდნობა
- +

15 თებერვალი. 2024. 00:10

"ვთვლი, რომ თავდაცვის ახალ კოდექსში არსებული შეთავაზება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ემსახუროს საქართველოს, არის ძალიან კარგი. მეორე მხრივ, ძალიან დიდია ის სოციალური პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო ამ ადამიანებს უზრუნველყოფს," - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, კოდექსი მოქნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ და სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩაერთონ.

 

 

„ეს კოდექსი შექმნილია ნორმებით, რომლებიც ნატოს სახელმწიფოების პრაქტიკას ეყრდნობა. ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ნაფიქრი, რა თქმა უნდა ქართული ადაპტირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

 

მინისტრის თქმით, ახალი თანამდებობის დაკავების შემდეგ მას ინტენსიური შეხვედრები აქვს როგორც სამოქალაქო ოფისში, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან.

 

 

„აღფრთოვანებული ვარ მათი პროფესიონალიზმით, აღფრთოვანებული ვარ ჩვენი თავდაცვის ძალების ისტორიით და ჩემთვის მართლაც საამაყოა, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს დასჭირდა ამ ადამიანების ერთგულება და პროფესიონალიზმი, ისინი იყვნენ იქ, სადაც სჭირდებოდა სამშობლოს და გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ ძალებში იყო“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner