logo_geo
eng_logo
Reuters: გერმანიის პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთში რეკორდულად გაიზარდა
- +

15 თებერვალი. 2024. 01:11

გერმანიის პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთში რეკორდულ დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, გერმანული კომპანიები აქტიურად აგრძელებენ ჩინეთში ინვესტირებას, იმის მიუხედავად, რომ მთავრობა მათ რისკების აწონისკენ მოუწოდებს. გერმანული ეკონომიკის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ასეთი ინვესტიციები 4,3%-ით, 11,9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

 

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში გერმანულმა ფირმებმა ჩინეთში იმდენივე ინვესტიცია განახორციელეს, რამდენიც წინა 6 წლის განმავლობაში. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინვესტიციების რაოდენობას მსხვილი კომპანიები ზრდიან, მაშინ როდესაც საშუალო და მცირე წარმოებები ცდილობენ ჩინეთთან თანამშრომლობა შეამცირონ ან შეწყვიტონ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner