logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: რუსეთმა მარტში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, უკრაინაზე მორიგი მასშტაბური თავდასხმა დაიწყოს
- +

15 თებერვალი. 2024. 01:59

რუსეთმა მარტში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, უკრაინაზე მორიგი მასშტაბური თავდასხმა დაიწყოს, - წერს ჟოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგში.

 

 

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინის მხარდაჭერა რუსული თავდასხმის შესაკავებლად გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

 

 

დიპლომატის თქმით, კიევისთვის სამხედრო დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ. ჟოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგში ასევე წერს, რომ უკრაინა დემოკრატიის დასაცავად ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ იბრძვის და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთელი ევროპის უსაფრთხოებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner