logo_geo
eng_logo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
- +

15 თებერვალი. 2024. 01:34

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, რეზოლუცია 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღო.

 

 

იმპიჩმენტის წინააღმდეგ, „დემოკრატებთან“ ერთად, ხმა მისცა სამმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმაც. „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ ალეხანდრო მაიორკასმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და გადაცდომები სამხრეთ საზღვართან მიმართებით. კერძოდ, მას მექსიკის საზღვარზე უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების შემოდინებაში ადანაშაულებენ.

 

 

მაიორკასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს, „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადი სენატი განსაზღვრავს. მაიორკასი შტატების მინისტრთა კაბინეტის პირველი მინისტრია, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner