logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როდესაც არ არის ლოზუნგების და სლოგანების გაცვლა და არის საქმიანი მსჯელობა, იქ ყველა კონსტრუქციულია
- +

15 თებერვალი. 2024. 12:11

 

 

მე იმედი მაქვს, რომ ახლაც გვექნება კონსტრუქციული მსჯელობა. ორი კვირის წინ ძალიან საქმიანი მსჯელობა გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე ოპოზიციასთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

 

„როდესაც არ არის ლოზუნგების და სლოგანების გაცვლა და არის საქმიანი მსჯელობა, იქ ყველა კონსტრუქციულია. ამიტომ ჩვენ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ, რომ ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner