logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის „პოწიომკინის სოფლების“ შენება
- +

15 თებერვალი. 2024. 12:17

 

 

ერთადერთი, რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის „პოწიომკინის სოფლების“ შენება. სინამდვილეში, ეს არის რუსული სტილის მენტალიტეტი. მე-20 საუკუნის ბოლოს წამოზრდილი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში თავისი სულითა და გულით კომკავშირელები არიან”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ იგი მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქართველოს ააშენებს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დრო საქართველო ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი იყო. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. ის „პოტიომკინის სოფლები“, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძესთან და სხვებთან ერთად აშენებდა და აჩვენებდა ქართულ საზოგადოებასა და გარე სამყაროს, თითქოს აქ რაღაც კეთდებოდა, ეს „პოტიომკინის სოფლები“ დიდი ხანია გაშიფრულია. ყველამ ჩახედოს ციფრებს. ჩვენ რომ გვიმტკიცებენ, საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური თუ სხვა მხრივ ქვეყანა, ჩახედონ ყველამ ციფრებს. საქართველო იყო მაჩანჩალა, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის ტემპებით რეგიონში. ასე, რომ ერთადერთი, რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის „პოწიომკინის სოფლების“ შენება. სინამდვილეში, ეს არის რუსული სტილის მენტალიტეტი. მე-20 საუკუნის ბოლოს წამოზრდილი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში თავისი სულითა და გულით კომკავშირელები არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner