logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“
- +

15 თებერვალი. 2024. 12:20

 

 

თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება არ მისცემს „ენჯეოებს“ 2020 წლის მოვლენების განმეორების და ყალბი დასკვნებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას.

 

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ხმების დაცვას და ა.შ. 2020 წელს რაც ვნახეთ, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი „ენჯეოები“. სხვათა შორის, პირდაპირ „ეუთოს“ დასკვნაში აისახა, რომ სახეზე იყო პარტიული „ენჯეოების“ აქტივობა საარჩევნო უბნებზეც, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოშიც. გვახსოვს მაშინ „ისფედის“ გაყალბებული „პივიტი“ და შემდეგ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება, რომელიც გახდა საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოიკოტის და ცესკოზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის. თუკი ვინმესგან არის დასაცავი ქართველი ხალხის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“. ჩვენ ამასაც ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც არიან ხოლმე ძალიან აქტიურები, ვინ იქნებიან. რა თქმა უნდა, მათ ნდობა დაკარგული აქვთ, რადგან 2020 წელს ისინი იყვნენ თანამონაწილეები დეზინფორმაციული კამპანიისა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ დღესაც, რომ ამ „ენჯეოებს“ პირდაპირ აქვთ გაცხადებული საარჩევნო მიზანი, რომ მათ სურთ ხელისუფლების შეცვლა. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა შარშან, შემოდგომაზე მაკკეინის ფონდის მიერ დაფინანსებულ კონფერენციაზე პირდაპირ პანელზე განაცხადა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების შეცვლა. გარდა ამისა გვახსოვს 2022 წლის ივნისის აქცია, როცა ეს „ენჯეოები“ ცდილობდნენ არადემოკრატიული გზით დაემხოთ ხელისუფლება და თავად ყოფილიყვნენ მთავრობის დაკომპლექტებაში. ამიტომ ჩვენ ვაკვირდებით თუ ვინ იქნებიან ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, მათ საქმიანობას, ასევე, გამჭვირვალობას მათი დაფინანსების, ვინაიდან ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა „ენჯეო სექტორში“, რადგან გაუმჭვირვალეა დაფინანსება. მნიშვნელოვანია, საზოგადოება აქ იყოს ფხიზლად. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ 2020 წელი გაიმეორონ „ენჯეოებმა“ და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner