logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს იგებს და ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ობიექტური დამკვირვებელი იყოს
- +

15 თებერვალი. 2024. 12:24

 

 

ჩვენი ინტერესია, რომ 2024 წელს არჩევნებს რაც შეიძლება მეტი ობიექტური დამკვირვებელი დააკვირდეს. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს იგებს, ამას აჩვენებს ყველა კვლევა და სწორედ ჩვენი ინტერესია, რომ არანაირი სპეკულაცია არჩევნების შემდეგ აღარ იყოს და ამის ყველა შესაძლებლობა ჩავკეტოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

„ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ. თქვენ იცით, მას შემდეგ რაც PVT-ის გაყალბების ფაქტი გვქონდა 2020 წელს, 2021 წელს პარტიულად პარალელური PVT-იც კი ჩავატარეთ პრევენციისთვის და გახსოვთ, რომ მაშინ „ისფედს“ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. სწორედ ამისთვის შემოვიღეთ ელექტრონული მთვლელები. კანონმდებლობაში ჩავდეთ ყველანაირი გარანტია იმისთვის, რომ ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ე.წ. დამკვირვებლებმა ვერ შეძლონ შემდეგ გაყალბება არჩევნების შედეგების. ამიტომაც ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ობიექტური დამკვირვებელი იყოს ამ არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ და არ გვინდა ვინმეს მივცეთ შესაძლებლობა, რომ რაიმე ეჭვი გააჩინონ არჩევნებთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner