„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი სიძლიერე არის ის, რომ ჩვენ დღის წესრიგს ვაწყობთ საქართველოს ინტერესებზე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ინტერესებზე”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ყოველთვის მიგვეღო საღი და წინმჭვრეტი გადაწყვეტილება ყველა რთულ პირობაში. ამოსავალი იყო მხოლოდ საქართველოს ინტერესი. ამან მოგვცა საშუალება, რომ 10 წელზე მეტია, გვაქვს მშვიდობა ამ ქვეყანაში, რამაც ხელი შეუწყო კეთილდღეობის ზრდას და უსაფრთხო გარემოს განვითარებას. ოპოზიცია ინტერესდება, რა თქვეს მოსკოვში ან სხვა დედაქალაქებში. ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რას ამბობენ ჩვენი მოქალაქეები და ასე განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.