logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საზოგადოების ისეთი დიდი მხარდაჭერა, როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია
- +

15 თებერვალი. 2024. 13:03

 

 

„ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვას, თუ რისთვის ემზადება მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის.

 

კახა კალაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ დღეისათვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

 

„როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება“ ემზადება გამარჯვებისთვის - იმისთვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, რამდენ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასეთი მხარდაჭერა, როგორიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის თქმით, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ხელისუფლებამ ქვეყანას მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპული კურსი შეუნარჩუნა.

 

„ინფორმაცია ხელმისაწვდომია, წარსულს ჩაბარდა ის წლები, როდესაც ხელისუფლებას ჯიბეში ჰყავდა ყველა მედია საშუალება. ხალხი ხედავს, როგორი ზეწოლა იყო, თუმცა სიმტკიცითა და პატრიოტიზმით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამ პრინციპების დაცვით ვაპირებთ განვაგრძოთ ცხოვრება. პირველ რიგში, ხალხისა და ქვეყნის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner