logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: ვვარაუდობ, რომ ჩანაწერი გვარამიას გაკეთებულია!
- +

14 სექტემბერი. 2016. 13:39



საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ვარაუდით, პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელება ნიკა გვარამიას ორგანიზებულია.  ამის შესახებ ვალერი ხაბურძანია „რეპორტიორს" ესაუბრა:



ვვარაუდობ, რომ ეგ ჩანაწერი გვარამიას გაკეთებულია!

პირველი, იმიტომრომ კვლავ ააგორონ კამპანიაისევ გვისმენენ". მოსმენები ყოველთვის სენსიტიურია ამომრჩევლისათვის და ამიტომაც...

მეორეც - თუ გვარამიას ტექსტს დააკვირდებით, მთლიანად შიფრავს"  „გირჩს" და ძირავს" პაატა ბურჭულაძეს, თემაც მოგონილი ან სულ მცირე - გაზვიადებულია, რაც პაატა ბურჭულაძის საპასუხო ზარიდანაც  ჩანს. ნაციონალები ხვდებიან, რომ რაღაც ხმებს ბურჭულაძე დაგირჩი" მათ წაართმევს და უბრალოდ, ბოლომდე ჩაუშვეს მოწინააღმდეგე. რუსული კომენტარი „Неразборчиво"-  გვარამიას ან ადეიშვილ-მესხელის ტვინშია დაბადებული  და თუ ჩამეკითხებით, საიდან მაქვს ეს ვარაუდები, გეტყვით: გვარამიასი არ იყოს - „сквозь пальцы вижу". ერთიცაა: რადგან ქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ისროლეს, სასწრაფოდ უნდა დაადგინონსაიდან აიტვირთა ეს ყველაფერი, თუმცა, ეს ძალიან რთული იქნება დასადგენად. ვფიქრობ, ესგარუსულებაცსპეციალურად არის გაკეთებული.

დიახ, ამ ჩანაწერით ქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოსტანში ისროლესასე უნდა იყოს", - განუცხადა ვალერი ხაბურძანიამ „რეპორტიორს".

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner