საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.
„სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრა. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. სპარსეთის ყურის არაბთა სახელმწიფოების მთელ რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების იდეის ერთგულია საქართველო“, - აღნიშნავს პრემიერი.
https://twitter.com/pm_kobakhidze/status/1758068146043306084?s=46