logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრთან შეხვედრა
- +

15 თებერვალი. 2024. 14:07

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.

 

„სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრა. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. სპარსეთის ყურის არაბთა სახელმწიფოების მთელ რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების იდეის ერთგულია საქართველო“, -  აღნიშნავს პრემიერი.

 

https://twitter.com/pm_kobakhidze/status/1758068146043306084?s=46

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner