logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მარტიდან ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება იქნება
- +

15 თებერვალი. 2024. 14:18

 

 

ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს”, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

 

„მინდა გაცნობოთ, რომ მარტიდან ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას. მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე. ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივების მაქსიმალური მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner