logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ხაზარაძეზე: რეპრესიებს აანონსებს თაღლითობაში მხილებული ადამიანი და ემუქრება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა და ნეოფაშისტური რეჟიმისგან იხსნა
- +

15 თებერვალი. 2024. 14:24

 

 

როცა თქვენ საუბრობთ ისეთ პიროვნებაზე, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად. ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული და სასამართლომ აღიარა, როგორც თაღლითად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

„ხაზარაძე მე შემიძლია მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მაროდიორად. როცა სააკაშვილი ატერორებდა ჩვენ მოქალაქეებს, თუ ვინმე ამ ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში და მათი ქონების მითვისებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი. თავიდან ბოლომდე კრიმინალურ საქმიანობაში იყო ჩართული სააკაშვილთან ერთად. კაცი, რომელიც ახლა ოცნებობს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, რომელ მოგებაზე საუბრობს, ან რას იმუქრება? ემუქრება ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა და ნეოფაშისტური რეჟიმისგან იხსნა ჩვენი ხალხი. იმ ადამიანს ემუქრება, რომელმაც ქვეყანას უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა. ცნობილი პროექტი, რომელიც მთავრობამ 2016 წელს მას მიანდო, ანაკლიის პორტს ვგულისხმობ, მან ჩააგდო. ეს ადამიანი წავიდა სასამართლოში და ჩვენს სახელმწიფოს უჩივლა და ედავება მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაძარცვა აქვს ამ ადამიანს გამიზნული. როცა ის საუბრობს ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს, ვინ არის საერთოდ ხაზარაძე? პროკურორია? როგორ ბედავს საერთოდ ასეთი ტიპს განცხადების გაკეთებას. რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი. მათი მიზანია ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანა, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი, რომ ჩვენი ხალხი არის ბრძენი და ვეღარ მოატყუებენ. ვერ მოატყუებს ვერც სააკაშვილი, ვერც მისი მფარველები, ვერც მისი ლობისტები, ვერც ხაზარაძე და მისნაირი ლუზერები“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner