logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს 9-ვე ნაბიჯი
- +

15 თებერვალი. 2024. 14:27

 

 

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაიმართა ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა და ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ზედმიწევნით, სწორად და დროულად შეასრულოს 9-ვე ნაბიჯი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

„შევახსენებ ყველას, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების დროს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია არ იყო ჩართული არც ერთი რეკომენდაციის შესრულებაში. რატომ არ მონაწილეობდნენ ამაში? ჩვენი მიზანი ხომ იყო კანდიდატის სტატუსის მიღება? რატომ მონაწილეობდნენ ისინი საბოტაჟში, ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში? ეს არის მთავარი კითხვა და ამას უნდა უპასუხონ. მათ არ სურდათ, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი იმ მარტივი გათვლით, რომ რაღაცას მოახდენდნენ. ეს არის რეალობა. რაც შეეხება 9 ნაბიჯის შესრულებას, ამაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაიმართა ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა და ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ზედმიწევნით, სწორად და დროულად შეასრულოს 9-ვე ნაბიჯი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner