„ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს, ე.წ. გაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან რადიკალური ოპოზიციის მოქმედების ტაქტიკაზე ისაუბრა.
„ჩვენდა საუბედუროდ, სამწუხაროდ, არც ერთი ოპოზიციური პარტია დამოკიდებული არ არის. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ მინდა ეს თემა გავაგრძელო, მაგრამ ისინი ემსახურებიან სხვების ინტერესებს. ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს, ე.წ. გაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეალური ოპოზიცია არ არსებობს და ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობს.
„გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. ვინ არის დამოუკიდებელი, გვარამია არის დამოუკიდებელი და სხვა, ცალკე მოთამაშე? თუ ხაზარაძე ბანდიტი და სააკაშვილის მაროდიორი? თუ ნიკა მელია, ხაბეიშვილი?
რომელი ოპოზიციონერია საქართველოში დღეს დამოუკიდებელი? რომელი ატარებს საკუთარ პოლიტიკას? ეს არის ჩვეულებრივი გაშლილი, ხელოვნურად ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომ საბოლოო ჯამში მათი ილუზიებიდან გამომდინარე, აქაც საკუთარ სიბრიყვეს ამტკიცებენ, რომ რაღაც წარმატების შემთხვევაში კვლავ გაერთიანდნენ. ეს ხომ ნანახია ჩვენთვის. ხალხმა კარგად იცის. როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ, ჩვენ მათ ვახსენებთ ფაქტებს.
ეს ადამიანები იყვნენ და არიან სააკაშვილის მსახურები და მათი ინტერესების გამტარებლები. არ არსებობს სხვა რეალური ოპოზიცია. ყველა არის ჩართული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თამაშში. უბრალოდ სხვა რეალური მიზანი არ არსებობს - ყველა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.