logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია და მათი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა
- +

15 თებერვალი. 2024. 14:53

 

 

დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია და მათი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციას უნდოდა, რომ მთლიანად ცესკო ყოფილიყო მათ მიერ მართული, რათა თავად გაეყალბებინათ არჩევნები და მოეპარათ ხალხის ხმები.

 

„დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა მათი საქმიანობა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი სამუშაოებია გაწეული ცესკოს ხელმძღვანელების მიერ იმისთვის, რომ ამხელა შედეგისთვის მიეღწიათ. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. ოპოზიციას თუ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი და მთელი ცესკო უნდა ყოფილიყო მათ მიერ მართული, რომ თავად გაეყალბებინათ არჩევნები და მოეპარათ ხალხის ხმები, უკაცრავად, ამას რა თქმა უნდა არცერთი ხელისუფლება არ დათანხმდება არასოდეს. ყველაფერი არის ორგანიზებული კანონის შესაბამისად, ჩვენ კანონის საწინააღმდეგო არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner