logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილთან ერთად, კეზერაშვილი ელიტური კორუფციის ფუძემდებელია საქართველოში
- +

15 თებერვალი. 2024. 15:13

 

 

თქვენ წარმოადგენთ კეზერაშვილის ტელევიზიას. სააკაშვილთან ერთად, კეზერაშვილი ელიტური კორუფციის ფუძემდებელია საქართველოში. როგორ შეიძლება თქვენ კითხვას სვამდეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციასთან დაკავშირებით? ეს ხომ ძალიან დიდი უსამართლობაა”, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ფორმულას“ ჟურნალისტს.

 

„მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ჩემი პრემიერობის დროს, ამას ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო საქართველო. მთავრობის ეფექტიანობის, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით, ჩემი მთავრობა, ჩემი პრემიერობის დროს იყო მოწინავე, საუკეთესო პოზიციებზე. გნებავთ, უსაფრთხოების რეიტინგებში, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ჩვენ ვართ საუკეთესო ათეულსა და ოცეულში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამბიციაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს რეიტინგები და მონაცემები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner