logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მართლა აგენტურა რომ გვყავდეს ოპოზიციაში, რასაც საკუთარ თავს უკეთებენ, უფრო მეტს ვერც ვთხოვდით
- +

15 თებერვალი. 2024. 15:32

 

 

საერთო, საშუალო რეიტინგი არის 60/40-ზე. ამ 40%-ის შიგნით გადაუწყვეტელი ამომრჩევლებიც არიან და მათთან ერთადაც კი 40%-ს ვერ აგროვებს ოპოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მართლა აგენტურა რომ გვყავდეს ოპოზიციაში, რასაც საკუთარ თავს უკეთებენ, უფრო მეტს ვერ ვთხოვდით, რა კამპანიასაც ისინი აწარმოებენ როზნერების გადანაცვლება-გადმონაცვლებით, უკეთესს ჩვენ ვერ ვთხოვდით. საოცრებებს აკეთებენ და ეს კარგია, ასე გააგრძელონ და უფრო მყარად ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner