logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ არ იყიდება ქვეყანა
- +

15 თებერვალი. 2024. 15:37

 

 

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული პარტიასთან კომუნიკაციაში ზოგადად”, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა პარტიის საპატიო თავმჯდომარე რეგიონებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას.

 

„იცით, რომ მანამდე ეს კომუნიკაცია არ არსებობდა. იყო მხოლოდ რაღაც რჩევები, იშვიათ შემთხვევებში და ეს რჩევები იყო ძალიან ღირებული. სულ 2-3 ადამიანთან იყო კომუნიკაცია და მხოლოდ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ბევრი გენიალური რჩევა იყო, იმიტომ რომ პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები, ასეთი რჩევების მომცემი ადამიანი ბევრი არ გვყავს არა მხოლოდ საქართველოში, ბევრი ასეთი ადამიანი არ არსებობს. და როდესაც დღეს ასეთი გონებრივი შესაძლებლობების და ასეთი პოლიტიკური გათვლების შესაძლებლობების მქონე ადამიანი აქტიურად არის ჩართული პროცესში, ბუნებრივია, პარტიას ერთი-ორად ადგება. მაგრამ რეგიონებში ჩავა თუ არა, ეს წინასწარ გადაწყვეტილი არ გვაქვს. ჩემი აზრით, შეიძლება არც იყოს საჭირო, იმდენად მყარად ვართ ამასთან დაკავშირებით და მისი ეს დამატებით, უშუალო ჩართულობა შეიძლება იმდენად გვაძლიერებს, რომ არაფერში არ დასჭირდეს ამ ადამიანს რეგიონებში სიარული, შეიძლება გადაწყვიტოს კიდევაც. ეს მასზეა დამოკიდებული და ამაზე წინასწარ პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ასეთ გაშმაგებული კამპანია გასაგებია.

 

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე, 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ებრძოდა სულიერებას, ყველაფერს ქართულს, კულტურას, ქველმოქმედებას, ზუსტად ამ მიმართულებით განახორციელა ქველმოქმედება, რომ გადაერჩინა ქართული სულიერება - აშენებდა ეკლესიებს, აშენებდა თეატრებს, კულტურის სხვადასხვა წარმომადგენელს ეხმარებოდა. აი ასეთი მიმართულებით ეწეოდა ქველმოქმედებას. მეორე მხრივ, 2012 წლის შემდეგ დღემდე ისე მოვიტანეთ ყველამ ერთად მისი ხელმძღვანელობით ეს სიტუაცია, რომ უკვე ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ეს ქვეყანა.

 

რომ არა მისი ხელისუფლებაში მოსვლა 2012 წელს და შემდგომ განვითარებული მოვლენები, დღეს საქართველოში იქნებოდა ომი, უბედურება და შეიძლება ფიზიკური განადგურების ძალიან რეალური საფრთხის წინაშე ვყოფილიყავით. მან მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ არ იყიდება ქვეყანა და ამაზე სპეკულაციურად ლაპარაკობენ და 2 მილიარდს საერთოდ არაფრად მიიჩნევენ ისეთი ადამიანები, რომლებიც 2 ათას დოლარად თვეში ყოველდღე ყიდიან საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner