logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: იმდენად ანგარიშგასაწევია ირაკლი კობახიძის მართვის წესრიგი უცხოეთისთვის, რომ ამას ოპოზიციაც ხვდება და იციან - არჩევნების შედეგებს ვეღარ გააყალბებენ, ამიტომ არიან სასოწარკვეთილები
- +

15 თებერვალი. 2024. 16:12

 

 

„ოპოზიცია შეეცდება კვლავ წინა არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა გაიმეოროს, მაგრამ, მათ ბოლომდე ვერ გაჰყვებიან უცხოელი ლობისტებიც კი“, - ამის შესახებ განცხადებაში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მმართველების ფონზე რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებზე გამარჯვების მინიმალური შანსიც არ აქვს.

 

„სანამ ოპოზიცია და მისი ლობისტები უცხოეთიდან საქართველოს  არჩევნების ბედის გადაწყვეტას სათავისოდ ცდილობენ, მანამ ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას ახლა უკვე კლდესავით მტკიცე, სუფთა და მოაზროვნე პრემიერის მეთაურობით. იმდენად ანგარიშგასაწევია ირაკლი კობახიძის მართვის წესრიგი უცხოეთისთვის, რომ ამას ოპოზიციაც ხვდება და იციან - არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ, ამიტომ არიან სასოწარკვეთილები. იმის ნაცვლად, რომ წინასაარჩევნოდ უფრო უნდა ძლიერდებოდნენ, პირიქით, მთლად ფსკერზე ეშვებიან. ამიტომ ეშინიათ სწორედ იმ უცხოელი დამკვირვებლების, რომელთა დასკვნაც სასიამოვნო არ იქნება მათთვის.

 

ოპოზიცია შეეცდება კვლავ წინა არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა გაიმეოროს, მაგრამ, მათ ბოლომდე ვერ გაჰყვებიან უცხოელი ლობისტებიც კი. ერთხელ უკვე დანაშაულში შემჩნეული პირები მეორედ იმავე დანაშაულს ვეღარ ჩაიდენენ. და თუ მაინც შეეცდებიან, იციან, რომ უმკაცრესი პასუხი ექნებათ ქვეყნის პრემიერისგან. სწორედ ამიტომ თრთიან და ეშინიათ არჩევნების.

 

ოპოზიცია უცხოელი დამკვირვებლებით მანიპულირებს, რადგან სურთ სამართლიანობის იმიჯი მოირგონ და აქედანვე შექმნან საზოგადოებრივი აზრი ხელისუფლების მიერ ჩატარებული  „გაყალბებული არჩევნების“ შესახებ. მაგრამ, ხალხი ფაქტებით იღებს გადაწყვეტილებას და არა მათსავით, ზეპირსიტყვიერად. ფაქტები კი მხოლოდ წარსულში, ოპოზიციისა და მათი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობას ასახავს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner