logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: რაც არ უნდა სიგიჟე თქვას ახლა მიუნხენის კონფერენციაზე, ეს ყველაფერი დაზღვეულია ჩვენი პოლიტიკური გზავნილით იმპიჩმენტთან დაკავშირებით
- +

15 თებერვალი. 2024. 16:51

 

 

რაც არ უნდა სიგიჟე თქვას ახლა მიუნხენის კონფერენციაზე, მათ შორის, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს ყველაფერი დაზღვეულია ჩვენი პოლიტიკური გზავნილით იმპიჩმენტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, „მიუნხენის კონფერენციაზე“ სახელმწიფოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და პრემიერის პირველ განცხადებაშიც მკაფიოდ იყო გადაწყვეტილი, პოლიტიკური გზავნილის დონეზე, რომ პირველი ის წავა ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში.

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა სპეკულაციებიც მოვისმინეთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ე.წ. მორალური დელეგიტიმაცია რომ არ მოგვეხდინა ჩვენ, 1000-ჯერ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, როცა მან ჩინეთის პრეზიდენტს გასასამართლებელი პირი უწოდა, ბოდიშების მოხდა რომ მოგვიწია მაინც. ჩვენი პოლიტიკური გზავნილით იმპიჩმენტთან დაკავშირებით დავაზღვიეთ ეს ყველაფერი. შესაბამისად, რაც არ უნდა სიგიჟე თქვას ახლა მიუნხენის კონფერენციაზე, მათ შორის თქვას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, როგორც ამას 2 წლის განმავლობაში იძახდა, ეს ყველაფერი დაზღვეულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner