ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
„ნაცები და ნაცების „გამპრავებელი" ჟურნალისტები აკაკანდნენ - რა არის სკანდალური ამ ჩანაწერში, ორი მეგობარი საუბრობდაო, სკანდალი ისაა, რომ სუს-ი ისმენდა და უკანონო მოსმენებზე პასუხი აგონო.
ახლა მომისმინეთ, ძვირფასო ნაცებო, სკანდალი ისაა, რომ ბურჭულაძე ბევრს „ოცნების" პროექტი ეგონა და ამით სპეკულანტობდნენ რეგიონებში, ჰოდა, გაირკვა, რომ მსოფლიო ბანი მიშას პროექტია და გვარამიას „შნირი" ყოფილა.
ახლა მეორე - სუს ი უსმენდა არა, კვახი, დღეს ღია ტელეფონზე მოსმენა ყველა მოქალაქეს შეუძლია, შესაბამისი ტექნიკა თუ შეიძინა, რომელიც არცთუ ისე ძვირია, ჰოდა, ვინ ვის უსმენს და ვინ ვის „უჩალიჩებს", გაერკვიეთ, მთავარი ისაა, რომ ბურჭულაძის პარტია გაქრა პოლიტიკური არენიდან", - წერს ნინო ჯღარკავა.