logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ პირწმინდად აქვთ ეს არჩევნები წაგებული
- +

15 თებერვალი. 2024. 17:54

 

 

მმართველ გუნდში ეხმაურებიან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მოთხოვნას, პარლამენტმა არ მიიღოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რადიკალური ოპოზიციის კავშირზე საუბრობს.

 

„გამჭვირვალობა“ რასაც აცხადებს, ეს არის იმ პროცესისა და ნარატივის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ თავს მოახვიოს საზოგადოებას და შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათი მიზანია, მაქსიმალურად დისკრედიტირებული იყოს ცესკო. როდესაც გვთავაზობენ 19 აპრილის შეთანხმებაში მოყვანილ სისტემას, ისმის ძალიან მარტივი კითხვა - რომელ ქვეყანაშია მსგავსი სისტემა? პასუხი თვითონ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ექსპერტებმა გვითხრეს - არცერთ ქვეყანაში მსგავსი სისტემა არ არსებობს. მაშინ რატომ უნდა დამკვიდრდეს ის საქართველოში? პროცესების მთავარი არსი ის არის, რომ ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ პირწმინდად აქვთ ეს არჩევნები წაგებული და უნდათ ამ პროცესის დისკრედიტაცია“, - აღნიშნავს მიქანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner