logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას - ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ
- +

15 თებერვალი. 2024. 18:23

 

 

„ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სხვა ოპოზიცია, გარდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“. რა სახითაც არ უნდა დაშალონ ეს „ლეგო“, როგორ კლასტერებადაც არ უნდა გადაანაწილონ, მათი მიზანია როგორმე გადააპარონ 5%-იან ბარიერს ჯგუფებად დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შემდგომ ისევ ააწყონ კონსტრუქცია პარლამენტში“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ძალებს არც საზოგადოების მხარდაჭერა და არც ელექტორალური რესურსი გააჩნიათ.

 

დეპუტატმა „ლელოს“ პიარკამპანიაზეც ისაუბრა.

 

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მთელი ის კამპანია, რომელსაც მაგალითად „ლელო“ აწარმოებს. სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე როგორ ცდილობენ რევანშიზმის სოუსით კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდები შეახსენონ საზოგადოებას და პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას - ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ. ბიძინა ივანიშვილს - ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობის გარანტია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, უამრავი სიკეთე, უამრავი ქველმოქმედება, როგორც მატერიალური, ასევე პოლიტიკური,- გადასახლებას უპირებენ და პროკურორის მანტიები მოირგეს „ლელოს“ ფსევდოლიდერებმა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ მისი პოლიტიკური გზავნილია. „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ის მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კი სოციალურ ქსელში დაწყებული „ლელოს“ კამპანია შეფარულ მუქარად და შავ კამპანიად შეაფასა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner