უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობა 60%-მდე შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სოციოლოგები აცხადებენ, ზალუჟნის გადაყენებისთანავე, უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა და 60% შეადგინა.
თებერვლის დასაწყისში ზელენსკის მთლიანობაში 64% ენდობოდა, მაგრამ ზალუჟნის გადაყენებამ გავლენა მოახდინა ნდობის მაჩვენებლებზე.