logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: გამოკითხვის თანახმად, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა
- +

15 თებერვალი. 2024. 20:02

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობა 60%-მდე შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

როგორც სოციოლოგები აცხადებენ, ზალუჟნის გადაყენებისთანავე, უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა და 60% შეადგინა.

 

 

თებერვლის დასაწყისში ზელენსკის მთლიანობაში 64% ენდობოდა, მაგრამ ზალუჟნის გადაყენებამ გავლენა მოახდინა ნდობის მაჩვენებლებზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner