იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, დარჩნენ ერთიანები უკრაინის საკითხში.
"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მე დავადასტურე ჩვენი განზრახვა, გავაგრძელოთ აქტიური წვლილის შეტანა აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გააგრძელოს ერთიანობის ჩვენება, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიდგომის შესაბამისად", - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.