logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი დისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

15 თებერვალი. 2024. 20:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურდა.

 

 

ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურება 2013 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების მიზნით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner