უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობისთვის.
2023 წლის ივნისში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეპუტატებს მოუწოდა, სამედიცინო კანაფი დააკანონონ, რათა დაეხმარონ უკრაინელებს, დაძლიონ ომის ტკივილი, სტრესი და ტრავმა.
„საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა, გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა რთული ან უჩვეულო იყოს, უნდა იქნას გამოყენებული უკრაინაში, რათა უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მოუწიოს ომის ტკივილის, სტრესის და ტრავმის ატანა, კერძოდ, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაკანონოთ კანაფის შემცველი მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“, - განაცხადა მაშინ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.