logo_geo
eng_logo
„ჩემი გაზაფხული“ - თბილისში მარათონი გაიმართა
- +

12 მარტი. 2016. 13:53



ჩუღურეთის  რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მარათონი - „ჩემი გაზაფხული" გაიმართა, რომელმაც სტარტი N24-ე სკოლიდან აიღო და მარჯანიშვილის მოედანზე გამარჯვებულების დაჯილდოებითა და ფლეშმობით დასრულდა.


მარათონში,  საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი  ლადო  ძნელაძე,   ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე,  რაიონში მცხოვრები   ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.


„მარათონი „ჩემი გაზაფხული" ერთგვარ ტრადიციად იქცა, დღევანდელი მარათონით გვინდა მაგალითი მივცეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რაიონის მაცხოვრებლებს, რომ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მუდმივად ფორმაში და აიმაღლონ განწყობა",- განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.


მარათონის დაწყებამდე კი გაიმართა შეჯიბრება გარბენში, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.


მარათონი „ჩემი გაზაფხული" პირველად 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner