"ვის ედრებიან, ან ვის უნდათ რომ შეედარონ? ვის უპირისპირებენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს უახლოესი ისტორიის უკანასკნელი 12 წლის მონაკვეთში? გულწრფელად მაინტერესებს. თემურ ალასანიას თუ დავით კეზერაშვილს? სააკაშვილს თუ გვარამიას? გახარიას თუ ხაზარაძეს?, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, "გლობალური ომის პარტიის", აგენტოკრატების, მათი ადგილობრივი ლაქია-მარიონეტების ძირითადი სამიზნეა ეს მამულიშვილი. მას სწორედ საკუთარი სამშობლოს მიმართ უზომო სიყვარულის გამო დევნიან, ცილს სწამებენ და მაინც ვერ ერევიან.
„ვის ედრებიან, ან ვის უნდათ რომ შეედარონ? ვის უპირისპირებენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს უახლოესი ისტორიის უკანასკნელი 12 წლის მონაკვეთში? გულწრფელად მაინტერესებს. თემურ ალასანიას თუ დავით კეზერაშვილს? სააკაშვილს თუ გვარამიას? გახარიას თუ ხაზარაძეს? ამ უკანასკნელი ექვსი გვარის წაკითხვისას ღებინების შეგრძნება არ გეუფლებათ? ან მათ მოტრფიალე კონტინგენტს ნამუსის ქენჯნა? ან ადამიანად დარჩენის სურვილი?
"გლობალური ომის პარტიის", აგენტოკრატების, მათი ადგილობრივი ლაქია-მარიონეტების ძირითადი სამიზნეა ეს მამულიშვილი. მას სწორედ საკუთარი მიწის, საკუთარი სოფლის, საკუთარი სამშობლოს მიმართ უზომო სიყვარულის გამო დასცინიან, ამუნათებენ, დევნიან, ცილს სწამებენ და მაინც ვერ ერევიან, ვერ ანადგურებენ. იქნებ იმიტომ, რომ მის რეალურ მფარველს და დამცველს ვერ სწვდებიან ზეციურ სივრცეში. მართლაც რომ გასაგებია მათი ისტერია, ისევე, როგორც გასაგებია მათი წარუმატებელი ბრძოლის ფინალი...“-წერს დავით ქართველიშვილი.