"ბოლო 10 წელზე მეტია, მუდმივად ვხედავთ ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობას," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„თავიდან, პირველი წლები, როდესაც იცოდნენ, რომ ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, შეშინებული ნაცები არჩევნებში მონაწილეობდნენ. მაშინ არ ჰქონდათ ასეთი ტონი. არჩევნებში8ი იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ვერ იღებდნენ შედეგს. რომ ნახეს, ხალხის მხარდაჭერით ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვლენ, მერე აირჩიეს ახალი ტაქტიკა, რომ ნაცმოძრაობის ბრენდით გაემეორებინათ 2003 წელი. რეალობა და კონტექსტი რომ შეიცვალა, ეს დაკარგეს გზაში. მათ არ ჰყოფნით ფანტაზია, ჩვენს მოქალაქეებს ისეთი რამ შესთავაზონ, რაც მხარდაჭერას გამოიწვევს ნაცმოძრაობის ორბიტაზე დაჯგუფებული სხვადასხვა პარტიის მიმართ. ახლა ისინი ცდილობენ დაიყონ, სხვა ბრენდით წარდგნენ, მოატყუონ და ამ დაშლილი ბრენდით რომ არჩევნებისთვის ისევ არ ემზადებიან, ზუსტად ვიცით“, - აღნიშნა დავითულიანმა.