logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: გიორგი ვაშაძეს სჩვევია რაღაცის აჩემება, ვითომ რაღაც სიახლის, მერობის კანდიდატად რომ დაასახელა თავი, გამოდიოდა და სულ იძახდა სიტყვას ჰაბი, ბოლოს რაღაც წრემ მას ჰაბიბი დაარქვა
- +

16 თებერვალი. 2024. 00:10

"გიორგი ვაშაძეს სჩვევია რაღაცის აჩემება, ვითომ რაღაც სიახლის. მერობის კანდიდატად რომ დაასახელა თავის თავი, გამოდიოდა და სულ იძახდა სიტყვას ჰაბი, თბილისი გახდება ამის ჰაბი, იმის ჰაბიო და ბოლოს ხუმრობით რაღაც წრემ ჰაბიბი დაარქვა, რადგან სულ ჰაბი ამოსდიოდა პირიდან," - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დასაქმების მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი.

 

 

„სიღარიბის მაჩვენებელი არის განახევრებული და გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს. ამას მივყვებით იმ ყველა ეკონომიკური პარამეტრიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელია ამ ქვეყანამ განახორციელოს ამ პირობებში. ციფრები არასდროს არ ტყუიან, მათემატიკაზე დგას სამყარო და ისინი [ოპოზიცია] თუ სამყაროს უარყოფენ, მე უნდა დავუმტკიცო, რომ სამყარო არსებობს და ისინიც ამ სამყაროში რეალურად არსებობენ. მართალია ნული და 2 პროცენტებით, მაგრამ არსებობენ. სამყარო არსებობს, ე.ი. მათემატიკა არსებობს ხაზარაძე, „ლელო“ და გიორგი ვაშაძე მინიმუმ შეცდომაში არიან შეყვანილი და თვლა არ იციან, რაზეც ხაზარაძის შემთხვევაში ეჭვი უნდა შეგვეპაროს წესით და მაქსიმუმ არიან უტიფრები და თავის ამომრჩეველს ატყუებენ, ოღონდ იმდენად აბსურდულ ტყუილებს ეუბნებიან, რომ რა აზრი აქვს?! თვალში ნაცრის შეყრა ამას აღარ ჰქვია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს საერთოდ არ აქვს პოზიცია, რით შეიძლება წარდგეს ამომრჩევლის წინაშე, თავისი ამომრჩევლის წინაშეც კი, ისიც კი არ იციან, ხელისუფლება რომც აჩუქო რაში სჭირდებათ, წარმოდგენა არ აქვთ და ხელისუფლებას არ ჩუქნიან, ხელისუფლებას იმსახურებენ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner