logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება იქ, სადაც არის და სადაც მოისურვებს, რომ იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ხოლო მამუკა ხაზარაძე იქ, სადაც მისი ადგილია - პროცენტებში, ციფრების არევასა და ჟონგლიორობაში
- +

16 თებერვალი. 2024. 00:21

„ლელომ“ დაიკავა „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშა და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დაიკავოს ვითომ ცოტა კონსტრუქციული ნიშა, "- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

 

 

„როგორც ჩანს, პიარ-კონსულტანტებმა ნაცმოძრაობას ურჩიეს, რომ ისედაც ძალიან არასოლიდურად გამოიყურებით თქვენი საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე და აკადემიურად ისაუბრეთ მაინცო, მაგრამ კოკასა შიგან რაცა დგას... ამიტომ დამუნჯდნენ. სხვა გზა არ დარჩათ. „ლელომ“ იფიქრა, რომ ამ ნიშით რატომღაც მეტ ქულას მიიღებენ. მთელი პრობლემა იმაშია, რომ არ იციან, რა უნდათ. მამუკა ხაზარაძე გამოდის და ამტკიცებს, რომ მას აქვს 6%, ამ 6%-ით მოდის ხელისუფლებაში და აპირებს რეპრესიების გატარებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიმართ. მოირგო პროკურორის როლი. მამუკა ხაზარაძე პროცენტზე რატომ საუბრობს, როდესაც თითქმის ყველას მისი პროცენტიანი ვალი აქვს ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება იქ, სადაც არის და სადაც მოისურვებს, რომ იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ხოლო მამუკა ხაზარაძე იქნება იქ, სადაც მისი ადგილია - პროცენტებში, ციფრების არევასა და ჟონგლიორობაში“, - აღნიშნა დავითულიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner