ჟურნალისტი ანა ნოდია „youtube"-ზე გავრცელებულ პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
„გასაგებია, რომ დანაშაულია ფარული მოსმენა, ჩაწერა, გავრცელება და ასე შემდეგ. ეს არის ერთი პრობლემა. მეორე მხრივ - მედიასაშუალება რომ პარტიის ლიდერს დირექტივებს აძლევს, ცალსახად - აქ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ საუბარი. ძალიან მარტივია დემაგოგია, ძალიან მარტივია ძველ შეცდომებზე თვალის დახუჭვა - როცა თავად უსმენდნენ ხალხს, ამ თემაზე საერთოდ არ ისაუბრონ, ადვილია წიოკის ატეხა, რომ დღეს მხოლოდ ეს (მოსმენა) არის უკიდურესი დანაშაული და ამის იქით ხმა არავინ გაიღოს...
P.S. „ტეხავს", რომ ერთ მხარეს აქვს შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი, შავზე დაამტკიცოს, რომ თეთრია და მეორე მხარე თეთრზეც კი ვერ ამტკიცებს, რომ თეთრია..." - წერს ანა ნოდია „facebook"-გვერდზე.