logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ყოფილი პრეზიდენტი ზუსტად თავისმა მეგობრებმა, იმ ადამიანებმა გაყიდეს, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს. ვფიქრობ, დადგება დრო და ის ამას იტყვის
- +

16 თებერვალი. 2024. 00:39

"ყოფილი პრეზიდენტი ზუსტად თავისმა მეგობრებმა, იმ ადამიანებმა გაყიდეს, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს. ვფიქრობ, დადგება დრო და ის ამას იტყვის," - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და ოპოზიცია უკვე იძახის არჩევნები გაყალბდაო.

 

 

„რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ამ ადამიანთან და ხალხი სააკაშვილის გამო აძლევდა ხმას და მათ უღალატეს ამ ადამიანს. სააკაშვილი რატომ იყო ჩამოსული? სააკაშვილი ჩამოიყვანეს და მოატყუეს რომ არჩევნების შედეგებზე მეორე დღეს უნდა გამოსულიყო, უნდა მისულიყო პარლამენტთან და ეთქვა, რომ ეს არჩევნები გაყალბდაო. რაც ამას მოჰყვებოდა, კარგად ვიცით. ესენი ამ სცენარისთვის უკვე ემზადებიან, რადგან არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და უკვე იძახიან არჩევნები გაყალბდაო. ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ჯალათების ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს და ძალიან კარგია, რომ მიმართეს დამკვირვებლებს და უნდათ, რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner