logo_geo
eng_logo
ტრამპი: პუტინს ბაიდენი სურს პრეზიდენტად, რადგან ყველაფერს მიიღებს, მათ შორის უკრაინას
- +

16 თებერვალი. 2024. 00:57

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვისთვის უმჯობესი იქნებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყოს და არა დონალდ ტრამპი, რადგან ბაიდენი უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.

 

 

"ფაქტობრივად, რუსეთის პრეზიდენტმა დიდი კომპლიმენტი გამიკეთა. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ურჩევნია [აშშ-ის პრეზიდენტად]. ეს კომპლიმენტია", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

 

"მე შევაჩერე Nord Stream 2 და [ბაიდენმა] დაამტკიცა ის ჩემი წასვლისთანავე. ასე რომ, პუტინი რეალურად ჩემი ფანი არ არის. მას არ სურს ჩემი პრეზიდენტობა. მას ბაიდენი სურს პრეზიდენტად, რადგან ყველაფერს მიიღებს, რაც სურს, მათ შორის უკრაინას. ბაიდენის გამო, ის უკრაინის დაპყრობაზე ოცნებობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთს არაფერი მისცა, არის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია როგორც დონალდ ტრამპი", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner