შროტის მეთოდი არის სქოლიოზის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, რომელიც 1921 წელს გერმანელმა ექიმმა კატარინა შროტმა შეიმუშავა.
კატარინას თავად ჰქონდა მძიმე ხარისხის სქოლიოზი და არ სურდა ოპერაციის ჩატარება. თვითანალიზის საფუძველზე მან შეიმუშავა სუნთქვითი პატერნები, შემდეგ სცადა ე.წ. სარკის მეთოდი (ვარჯიში სარკის წინ) და ასრულებდა სპეციფიურ მაკორექტირებელ მოძრაობებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კატარინა და მისი ქალიშვილი გადავიდნენ დასავლეთ გერმანიაში, სადაც გახსენეს სქოლიოზის მკურნალობის ცენტრი. თავდაპირველად ცენტრში დანერგეს სქოლიოზის მკურნალობის 5-კვირიანი კურსი.
1989-1991 წელს კატარინამ ჩაატარა პაციენტთა საკონტროლო შეფასება, რის საფუძველზეც დახვეწა მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ მან შეიცვალა მკურნალობის ვადები, სქემა და დაიწყო დამხმარე საშუალების - კორსეტის გამოყენება ვარჯიშთან კომბინაციაში.
როგორ ტარდება შროტის მეთოდის ვარჯიშები?
შროტის მეთოდის სავარჯიშო პროგრამა იქმნება ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად. ვარჯიშების და პოზიციონირების შერჩევა დამოკიდებულია გადახრის კუთხეზე და სქოლიოზის ტიპზე. ვარჯიში ტარდება სხვადასხვა დამხარე საშუალების გამოყენებით და კურსი მოიცავს ასევე სუნთქვით პატერნს. ვარჯიშის ხანგრძლივობა ძირითად შემთხვევაში მერყეობს 45-დან 55 წუთამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრის საიტს.
შროტის მეთოდის გამოყენების სარგებელი სქოლიოზის დროს
შროტის მეთოდის ვარჯიშების ეფექტურობა დასტურდება არაერთი კვლევით. კვლევების თანახმად მეთოდის ეფექტებია: