logo_geo
eng_logo
თბილისი fDi Intelligence-ის ევროპის მომავლის ქალაქების 2024 წლის რეიტინგის ორ კატეგორიაში, ათეულში შევიდა
- +

16 თებერვალი. 2024. 10:07

 

 

საქართველოს დედაქალაქი კვლავ მსოფლიოს უმსხვილესი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

 

Financial Times ჯგუფის წევრმა fDi Intelligence „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2024  წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თბილისი ორ კატეგორიაში ათეულში აღმოჩნდა.

 

თბილისი „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, ევროპის წამყვან ქალაქებს შორის, მეექვსე ადგილზე, ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ ნომინაციაში მეცხრე ადგილზე დასახელდა. 

 

ანგარიშის მიხედვით, „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, თბილისთან ერთად, საუკეთესო ქალაქებია: ანკარა, სოფია, ბუქარესტი, კიევი, სტამბოლი, ვარშავა, ბუდაპეშტი, პრაღა და ზაგრები. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ მიმართულებით კი, ნომინაციის ათეულში თბილისთან ერთად, დასახელებულია ბარსელონა, ლონდონი, ბერლინი, დუბლინი, მადრიდი და ა.შ. 

 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეიტინგის შედგენისას, ავტორებმა ევროპის მასშტაბით 509 ლოკაცია შეისწავლეს. შეფასება სულ ექვს კატეგორიას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების წესი, ხარჯთეფექტიანობა, დაკავშირებულობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner