logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ როცა „ლელო“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტშია, მას ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან
- +

16 თებერვალი. 2024. 11:22

 

 

სამწუხაროა, რომ როცა „ლელო“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტშია, მას ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან - ეს ახალისებს რადიკალებს საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში.

 

„სამწუხაროა, რომ როცა „ლელო“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტშია, მას ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან. ეს ახალისებს რადიკალებს საქართველოში. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რაც შეიძლება მკაფიო იყვნენ ხოლმე ამ დროს. ის, ვინც ახდენს რადიკალიზაციას, არ შეიძლება მოხდეს მათი სალონურ წესში მიღება და საუბარი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, გამოცდილება გვაქვს ამის. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე, როდესაც „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, როდესაც მათ მანდატები დატოვეს, ხალიჩებს უშლიდნენ, სამწუხაროდ, ზოგიერთ კაბინეტებში, რაც ახალისებს რადიკალიზმს და მეტ რადიკალიზმს ბადებს. დარწმუნებული ვარ, რომ „ლელო“ ამ შეხვედრიდან გამოვა უფრო რადიკალიზირებული, რადგან ჩათვლის, რომ რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის და გააგრძელებს ასეთ საქციელს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

პარტია „ლელოს“ წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს ხვდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner