logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ეკა ბესელიას მოვუწოდებ, გაასაჯაროოს, საკუთარი უცხოური დაფინანსებები
- +

16 თებერვალი. 2024. 11:25

 

 

მე ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად მე ვერ ჩამოვყალიბდი, ის პოლიტიკოსია, თუ „ენჯეო“-ს წარმომადგენელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეკა ბესელიაზე საუბრისას.

 

მან მოუწოდა ბესელიას, გაასაჯაროოს მისი უცხოური დაფინანსებების წყაროები.

 

„მე ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად მე ვერ ჩამოვყალიბდი, ის პოლიტიკოსია, თუ „ენჯეო“-ს წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, გაასაჯაროოს, საკუთარი უცხოური დაფინანსებები. ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ, რომ როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner