logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას - თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ
- +

16 თებერვალი. 2024. 12:13

 

 

ვხედავთ, როგორ იმართება გარედან პროცესები. დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას. კრიმინალს რომ თავშესაფარი აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ეს თავისთავად მძიმე ფაქტია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, თავშესაფარს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება არიონ.

 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, კრიმინალები არ დაუშვან, მათ შორის ისეთი კრიმინალები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების თაღლითობით ითბობენ ხელს. ეს ადამიანი თავს აფარებს მათ ქვეყანას. ეს ადამიანები თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გეგმები. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში ისე, როგორც არასდროს, მკაფიოდ თქვას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ისეთ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner