logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება კარგად ხვდება, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს არა გაბუტვასა და გახლეჩაზე ორიენტირებული, არამედ შედეგზე ორიენტირებული
- +

16 თებერვალი. 2024. 12:15

 

 

ვფიქრობ, სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბოიკოტის გზა აირჩიეს, რადგან ასეთ დროს, საზოგადოებას არამც თუ კითხვის ნიშნები აქვს, არამედ უარყოფითი პოზიცია უყალიბდება ასეთი დესტრუქციული ქმედებების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. კითხვა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრას ეხებოდა.

 

„საზოგადოება კარგად ხვდება, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს არა გაბუტვასა და გახლეჩაზე ორიენტირებული, არამედ შედეგზე ორიენტირებული. როდესაც ამას თავს არიდებს პოლიტიკოსი, ბუნებრივია, რომ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner