„ამ ადამიანებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ბოიკოტის მხარეს დადგნენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ლელოს“ წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა.
„ევროკომისიის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით არანაირი ალტერნატიული სამუშაო პროცესი არ არსებობს. ან არის ჩართულობა სამუშაო პროცესში, ან არის ბოიკოტი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ბოიკოტის მხარეს დადგნენ. საბოლოო ჯამში, აღარ უნდა გაუკვირდეთ, თუ მათ ბოიკოტს ამომრჩეველი გამოუცხადებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.